აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა.
სანქცირებულთა სიაში 29 ფიზიკური პირი და 40 კომპანია მოხვდა.
ამასთან, სანქცირებულთა ახალ სიაში შედიან ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქსენია იუდაევა, „ოტკრიტიე ბანკის“ ხელმძღვანელი მიხაილ ზადორნოვი და რუსი ოლიგარქი კირილ მალოფეევი.
აშშ-ს ახალი სანქციების სიის უმეტესი ნაწილი მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც ამა თუ იმ გზით არიან დაკავშირებული „ოტკრიტიე ბანკთან“. მათ აქვთ გაყინული აქტივები შეერთებულ შტატებში და ამერიკულ კომპანიებსა და მოქალაქეებს მათთან რაიმე სახის ბიზნესის კეთება ეკრძალებათ.