უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის, ყოველგვარი პირობის გარეშე, მარიუპოლში მოლაპარაკებები გამართოს.
„ყოველგვარი პირობის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდი მარიუპოლში გავმართოთ. ერთი ერთზე, ორი ორზე, რათა ჩვენი ბიჭები, აზოვი, სამხედროები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები, ცოცხლები და დაჭრილები გადავარჩინოთ, ყველა, იმიტომ რომ ჩვენები არიან. იმიტომ რომ ისინი ჩემს გულში არიან, სამუდამოდ“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.