უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, „ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან დღეს არ მუშაობდა ისე, როგორც იყო დაგეგმილი“.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ათობით ადამიანმა მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში გადასვლა შეძლო, მარიუპოლის მერი იმედოვნებდა, რომ დღეს, ქალაქიდან 6000 ადამიანის ევაკუაცია მოხდებოდა.
„ოკუპანტებმა ვერ შეძლეს ხალხის დროულად გადაყვანა იქამდე, სადაც ათობით ჩვენი ავტობუსი და სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდებოდა“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.
როგორც მან აღნიშნა, ევაკუაციის მცდელობები ხვალ განახლდება და დასძინა, რომ თითოეული ადამიანისთვის იბრძოლებენ.