“გპირდებით, რომ სამხრეთ ოსეთი რუსი გადამხდელების ხარჯზე არ იცხოვრებს” – ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი გაგლოევი
“ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე არ იცხოვრებს”, – განაცხადა ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატმა, პარტია “ნიხასის” ლიდერმა, ალან გაგლოევმა “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში.
„ეკონომიკა უნდა გაიზარდოს, რადგან უკიდურესად არაკეთილსინდისიერია იცხოვრო მთლიანად რუსი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე და მეტიც, კორუფციული სქემებს ამუშავებდე ამ თანხების მოსაპარად“, – თქვა მან.
გაგლოევი ამბობს, რომ „აქამდე ასე იყო, მაგრამ აღარ განმეორდება“.
“მე და ჩემი გუნდი ამას მტკიცედ გპირდებით. ჩვენი ისტორიის ეს სამარცხვინო გვერდი უნდა დაიხუროს”, – განაცხადა მან.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 აპრილს ჩატარდება.
პირველი ტურის შედეგად, მოსახლეობამ არჩევანი დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსა და ასლან გაგლოევს შორის უნდა გააკეთოს.
აღსანიშნავია, რომ, პირველი ტურის შედეგების მიხედვით, გაგლოევი ლიდერობს, მას მხარი ამომრჩეველთა 36,9%-მა დაუჭირა, ხოლო ბიბილოვს – 33,5%-მა.