დავით მათიკაშვილი: ხელმოცარული პარტიისა და მათი ბელადი სააკაშვილის აუსრულებელი ოცნებაა, რომ ქვეყანა დესტრუქციის გზით წაიყვანონ

ხელმოცარული პოლიტიკური პარტიის და მათი ხელმოცარული ბელადის, მიხეილ სააკაშვილის აუსრულებელი ოცნებაა, რომ ქვეყანა დესტრუქციის გზით წაიყვანონ, ქაოსი და არეულობა მოაწყონ და ქვეყანა ისევ არიონ, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ახალ დესტრუქციულ მისიას ფიასკო ელოდება.

“ისევე, როგორც მუდამ, “ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციული მიზნები ფიასკოთი სრულდებოდა, ამ შეუსრულებელ მისიასაც, რა თქმა უნდა, ფიასკო ელოდება”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები