უკრაინის გაერთიანებული ძალები: დონბასში უკრაინამ ოკუპანტების თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდო

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების 10 თავდასხმა მოიგერიეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინულმა ძალებმა 12 ტანკი, 1 საარტილერიო სისტემა, 28 ჯავშანტრანსპორტიორი და 2 ავტომობილი გაანადგურეს.

რაც შეეხება საჰაერო თავდაცვის ძალებს, მათ რუსი ოკუპანტების თვითმფრინავი Су-34, ვერტმფრენი KA-52, ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.

“გაერთიანებული ძალების დაჯგუფების სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 10 თავდასხმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა ოსტატურად მოქმედების შედეგად რუს ოკუპანტებს ზიანი მიაყენეს”, – წერია განცხადებაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები