პენტაგონი: იზუმსა და დონეცკთან შეტევითი ოპერაციები მასშტაბური იერიშების პრელუდიაა

იზუმსა და დონეცკთან რუსული ჯარის შეტევითი ოპერაციები “ბევრად მასშტაბური იერიშების პრელუდიაა”.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებისთვის დახურულ ბრიფინგზე განაცხადა, – წერს “რადიო თავისუფლება”.

“ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეული შეზღუდული შეტევითი ოპერაციები დაიწყო დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით და იზუმის სამხრეთით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის მომავალი დიდი ოპერაციების პრელუდია”, – თქვა მან.

რაც შეეხება რუსეთის შეტევით სტრატეგიას, პენტაგონის წარმომადგენელმა თქვა, რომ საუბარია შერეულ მიდგომაზე. მისი თქმით, რუსეთი, სავარაუდოდ, განახორციელებს საჰაერო იერიშებს და შორ მანძილზე შეტევებს ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით.

“ისინი აგრძელებენ თავიანთი ძალების შევსებას, ქვედანაყოფების დაკომპლექტებას. ბოლო 24 საათის განმავლობაში. მათ ტაქტიკური ჯგუფის კიდევ 2 ბატალიონი დაამატეს. ამჟამად, უკრაინის ტერიტორიაზე 78 ასეთი ჯგუფია”, – თქვა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები