გიორგი ამილახვარი: როგორც ჩანს, ბაკურიანის შეკრებაზე დაიგეგმა კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელზეც მფრინავ განცხადებას, ალბათ, სასამართლო დარბაზიდან მოვისმენთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ომის პარტია” დესტრუქციების სერიას აგრძელებს.
“ომის და მოღალატეების პარტია აგრძელებს დესტრუქციების სერიას. როგორც ჩანს, ბაკურიანის შეკრებაზე დაიგეგმა კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელზეც მფრინავ განცხადებას, ალბათ, სასამართლო დარბაზიდან მოვისმენთ, ნახეს, რომ ქვეყნის ომში ჩაბმა, უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის დაძაბვა ვერ მოხდა, ნახეს, როგორი წარმატებული ვიზიტი ჰქონდა პარლამენტის დელეგაციას და ახლა სავარაუდოდ, კიდევ ერთ ფანდს შემოაგდებენ, ეცდებიან, პროვოკაციულად გამოიწვიონ საზოგადოების მღელვარება, მაგრამ როგორც ყველა დანარჩენი სერია საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე ჩაუვარდათ, ზუსტად ანალოგიური “წარმატება” ექნება ამ განცხადებას”, – განაცხადა ამილახვარმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს.