ეპიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდაიცვალა 1 ადამიანი.კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 9 პირი მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე,ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 596 შემთხვევა დადასტურდა, 682 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 52 780 კი გამოჯანმრთელდა.