სარჯველაძე – სოცდაუცველი ბავშვების დახმარების გაზრდაზე: აპლოდისმენტები მთავრობას

ბავშვებში ჩადებული ყოველგვარი „ინვესტიცია“ არის ცალსახად მისასალმებელი, ვინაიდან ეს არის ის, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ სწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” დეპუტატი მთავრობის გადაწყვეტილებას, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების 150 ლარამდე გაზრდას.

„ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ აპლოდისმენტები მთავრობის  ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ერთმნიშვნელოვნად სწორი არჩევანი, სწორი გადაწყვეტილება და იქნება საზოგადოების მხრიდან კარგად დაფასებული. ბავშვებში ჩადებული ყოველგვარი „ინვესტიცია“ არის ცალსახად მისასალმებელი, ვინაიდან ეს არის ის, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ სწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას. ამ მიმართულებით ყოველგვარი აქტივობის წახალისება ხელისუფლების მხრიდან არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები