“ოკუპანტები ხარკოვის რეგიონში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს ათავსებენ” – უკრაინის გენშტაბი

რუსი ოკუპანტები, შეტევითი ჯგუფის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორგანიზების მიზნით, ხარკოვის რეგიონში დამატებით საზენიტო-სარაკეტო ბატალიონებს გზავნიან.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

გარდა ამისა, უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში საზენიტო-სარაკეტო ბატალიონები ს-300 და ს-400 არის განლაგებული.

იზუმის მიმართულებით, ოკუპანტი აწარმოებს შეტევით ოპერაციებს მდინარე სევერსკი დონეცის მარცხენა სანაპიროზე. შეტევის მხარდასაჭერად, მტერმა სარაკეტო და ქვემეხი არტილერიისთვის მთავარი და სარეზერვო საცეცხლე პოზიციები შექმნა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები