დავით სერგეენკო – უკრაინაში ვიზიტზე: გაუგებრობების უმეტესი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია
“როდესაც ჩვენ ვგეგმავდით დელეგაციის ვიზიტს, მოლოდინები გვქონდა, რომ მინიმუმ ორი ამოცანა შესრულდებოდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას “ქრონიკას” განუცხადა.
მისივე თქმით, გაუგებრობების უმეტესი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია.
„როდესაც ჩვენ ვგეგმავდით დელეგაციის ვიზიტს, მოლოდინები გვქონდა, რომ მინიმუმ ორი ამოცანა შესრულდებოდა. ერთი ის, რომ ქვეყანა გამოხატავდა სოლიდარობას თავისი მეგობარი ქვეყნის მიმართ და მეორე, ვიზიტის მაღალი პოლიტიკური დონე არსებული გაუგებრობების მოგვარების შესაძლებლობას მოგვცემდა. ამ ვიზიტმა ეს ორივე მოლოდინი წარმატებით შეასრულა და, ასე ვთქვათ, ამ გაუგებრობების უმეტესი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია. მკაფიო ფუნდამენტი იქმნება იმისთვის, რომ მომავალში არ განმეორდეს. ამ ფუნდამენტს ქმნის კარგი კომუნიკაცია, რომელიც შეიქმნა დელეგაციის ხელმძღვანელსა და რადას თავმჯდომარესა და ასევე დელეგაციის წევრებს შორის, ანუ კომუნიკაციის გაუმჯობესებამ და ამ ვიზიტის მაღალმა პოლიტიკურმა დონემ უზრუნველყო ამ გაუგებრობების აღმოფხვრა“, – განაცხადა სერგეენკომ.