გერმანიის ტრანსპორტის მინისტრი: ბერლინი უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე ზღვარს არ დააწესებს

ბერლინი უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე ზედა ზღვრის დაწესებას არ აპირებს, – ამის შესახებ გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა, ვოლკერ ვისინგმა განაცხადა.

ვისინგის თქმით, გერმანია ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად უნდა მოემზადოს, ვინაიდან უკრაინა უკვე 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

“ჩვენ მალევე დავრწმუნდით, რომ უკრაინიდან გაქცეული ადამიანების ტრანსპორტირება გერმანიაში პოლონეთიდანაა შესაძლებელი. უკრაინელი ლტოლვილებისთვის სივრცეები ჯანოვერში, კოტბუსსა და ბერლინშია გამოყოფილი”, – თქვა ვოლკერ ვისინგმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები