სასწრაფოდ: სოჭის მიმართულებით დაგეგმილი ტერაქტი თურქებმა აღკვეთეს

  ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტამბოლი-ხარკოვის რეისის შესრულებისას ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის სოჭის მიმართულებით გატაცება სცადა. ბორტზე 110-ი მგზავრი იმყოფებოდა. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს მაღალჩინოსნის ჰაბიბ სოლუკის განცხადებით,  მგზავრმა ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ განაცხადა და ეკიპაჟს ულტიმატუმი წაუყენა. თუკი  ავიალაინერი სოჭის მიმართულებით არ გაფრინდებოდა, ის  ხომალდს ააფეთქებდა.  გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა პილოტის კაბინაში შეღწევაც სცადა, თუმცა მან  სიგნალიზაციის ამოქმედება  მოახერხა. პილოტმა მომხდარის შესახებ უსაფრთხოების  სამსახურს დროულად შეატყობინა.  პოლიციამ  და უსაფრთხოების სამსახურმა სტამბოლის გოკჩენის აეროპორტში ბოინგ- 737-800-ის ბორტზე ასვლა და ეჭვმიტანილის დაკავება შეძლეს. სამართალდამცველებთან ერთად უკრაინელი თარჯიმანიც იმყოფებოდა.  ცნობილია, რომ მგზავრი, რომელმაც თვითმფრინავის გატაცება სცადა, ეროვნებით უკრაინაელია. ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა ბომბის არსებობაზე თვითმფრინავი უკვე შეამოწმეს.  უცხოური მედიის ცნობით,  ავიალაინერი კომპანია „პეგასუსს“ ეკუთვნის.

ვიდეო: http://m.haberler.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები