მიხეილ სარჯველაძე: უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რამდენიმე თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი რამდენიმე თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი.
მისივე თქმით, დადებითი ტენდენცია აშკარად იგრძნობოდა.
„უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რამდენიმე თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, პოზიტიური. ეს იყო მნიშვნელოვანი აქტივობა და მოძმე ერისთვის სოლიდარობის გამოხატვა. მეორე მხრივ, ერთიანობის მომენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ მასში მონაწილეობა არ მიიღო. კარგი შესაძლებლობა იყო ნაბიჯები გადადგმულიყო ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების მოსაწესრიგებლად და აშკარად იგრძნობა, რომ დადებითი ტენდენციაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.