საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამაში „ლიდერატორი“ 102 მონაწილე ჩაერთო

საქართველოს ბანკი სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მეექვსე წელია ბანკის სტუდენტური პროგრამა „ლიდერატორი“ ხორციელდება. პროექტმა 200 მონაწილეს უკვე მისცა შესაძლებლობა, მიეღო სამუშაო გამოცდილება საქართველოს ბანკის 45-მდე დეპარტამენტში. 2022 წელს, „ლიდერატორში“ კიდევ 102 სტუდენტი ჩაერთო.

„ლიდერატორი“ სპეციალურად III-IV კურსის სტუდენტებისა და ახალი კურსდამთავრებულებისთვის შექმნილი პროგრამაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მათ კარიერულ განვითარებას და დასაქმებას. პროექტი 1 წლის მანძილზე, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს ტრენინგებისა და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი გამოცდილი მენტორების ჩართულობით, განივითარონ ახალი უნარ-ჩვევები. პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკს არის მორგებული. აღსანიშნავია, რომ დასრულებული პროგრამების მონაწილეთა 86% კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.

„2017 წლიდან, ლიდერატორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში. პროგრამის მიმართ ინტერესი კი წლიდან წლამდე იზრდება. მოხარული ვართ, რომ 2022 წელს, პროექტს 10 უნივერსიტეტიდან, 100-ზე მეტი ახალი მონაწილე შემოუერთდა.R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები