ცუცქირიძე: ცნობილი ხდება, რომ უკრაინამ დიდი შვიდეულის ქვეყნებს $50 მილიარდის ფინანსური დახმარება და სახელმწიფო ობლიგაციების 0%-ში სესხების შესაძლებლობა სთხოვა

“ომის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯებია. ომი არა მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობის ბრუნვის მკვეთრ შენცირებაში აისახება, არამედ – ბიზნესის აქტივობების შემცირებით და, შესაბამისად, უმუშევრობის ზრდასთან ერთად საბიუჯეტო შემოსავლების კლებითაც. უკრაინის მდგომარეობა აბსოლუტურად გასაგებია, რუსეთის იმპერიული მანქანის მიერ, ქალაქების დაბომბვასთან ერთად, ბიზნესსაქმიანობაც მცირდება და ძირითადი სავაჭრო არტერიების, აქ პირველ რიგში ვგულისხმობ პორტების გამტარიანურობის მკვეწთრ შემცირებასაც.”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცუცქირიძის თქმით, უკვე ცნობილი ხდება, რომ უკრაინამ დიდი შვიდეულის ქვეყნებს $50 მილიარდის ფინანსური დახმარება და სახელმწიფო ობლიგაციების 0%-ში სესხების შესაძლებლობა სთხოვა, რათა ქვეყანამ ომისგან გამოწვეული სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის კომპენსირება შეძლოს.

“უკვე ცნობილი ხდება, რომ უკრაინამ დიდი შვიდეულის ქვეყნებს $50 მილიარდის ფინანსური დახმარება და სახელმწიფო ობლიგაციების 0%-ში სესხების შესაძლებლობა სთხოვა, რათა ქვეყანამ ომისგან გამოწვეული სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის კომპენსირება შეძლოს.

დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინას ამ დახმარებას აუცილებლად გაუწევენ. რადც შეეხება ომიოს მთავარ გამჩაღებელს და ინსპირატორ რუსეთს, რუსეთს საერთაშორისო სანქციებთან ერთად ომის ეკონომიკის მძიმე ეკონომიკური ფასი უახლოეს მომავალში ექნება გადასახდელი. უკრაინისაგან განსხვავებით, დახმარებას მას რომ არავინ გაუწევს ეს დღეს ისედაც ცხადია.

უკვე უახლოეს თვეებში, მაისიდან დაიწყება რუსული კომპანიების დახურვა და უმუშევრობის დიდი ტალღა რუსეთში. რუსული რკინიგზის დეფოლტიც, რაც საგარეო ვალდებულებების ვერ მომსახურებაში გამოიხატა, ამ მოსალოდნელი კრიზისის მხოლოდ დასაწყისია. შემთხვევითი არც წამყვანი საერთაშორეისო სარეიტინგო კომპანიების მიერ, მაისში რუსეთის სუვერენული რეიტინგის დეფოლტის ზღვრამდე დაშვების შეფასებაშია.

ახლა კი რაც შეეხება საქართველოს დელეგაციის ვიზიტს უკრაინაში. ჩვენ უნდა ამოვიდეთ იმ რეალობიდან, რომ ემოციები პოლიტიკაში მხოლოდ წამგებიანია. უკრაინის პრეზიდენტის მიმართ აქ ზოგიერთი ექსპერტის თუ ცალკეული სოციალური ჯგუფების მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები, რომ გადაჭარბებული იყო, ამ ვიზიტითაც გამოჩნდა. ზელენსკიმ, რომელიც ამ სამამულო ომში არის უკრაინელი ხალხის ლიდერი, ჩვენზე არანაკლებად მკვეთრი განცხადებები ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერების მიმართაც არაერთხელ გააკეთა. ისიც გამოჩნდა, რომ უკრაინა არის 45 მილიონიანი და მრავალწახნაგოვანი პოლიტიკური ინტერესების გამტარი ქვეყანა და თუნდაც ცალკეული ინტერესთა ჯგუფების გავლენებს სწორი პოლიტიკური სტრატეგიისას აუცილებლად ექნება სათანადო რეაგირება.

დარწმუნებული ვიყავი, რომ უკრაინული მხარე ამ შემხვედრ ნაბიჯებს აუცილებლად გადადგამდა, განსაკუთრებით ე.წ შავ ხვრელებთან დაკავშირებული სკანდალური განცხადების შემდეგ, რადგან უკრაინული პოლიტიკა, რომელიც დღეს მთლიანად დასავლურ პოლიტიკურ ვექტორზეა აგებული, ცალსახად არც დავით არახამიაა და არც ზურაბ ადეიშვილი. მარიუპოლის დამცველი ის ცნობილი ბატალიონი “აზოვის” კონცეფციაც საბოლოოდ ქართველების სამხედრო გონზეა აგებული!

კიდევ ერთ შეგონებას ვიტყვი, ქართულმა პოლიტიკამ ამ ვიზიტით მხოლოდ მოიგო. ეს რომ სხვაგვარად იყოს, მიხეილ სააკაშვილიც უკვე დიდი ხანია თავისუფლებაზე იქნებოდა და “ქართული ოცნებაც” აღარ იქნებოდა ხელისუფლებაში!

ზოგიერთ პოლიტიკოს თუ ექსპერტს კი სათანადო დასკვნების გამოსატანად დიდი იტალიელი კულტუროლოგის, ფილოსოფოსის და მწერლის უმბერკო ეკოს “პრაღის სასაფლაოს” კარგად წაკითხვას ვურჩევდი!

ბზობის დღესასწაულს გილოცავთ, მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის მისტერიაც და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიც ფარისეველთა მხილებით დაიწყო”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები