CNN: უკრაინის დაზვერვამ დაასახელა რუსი გენერალი, რომელსაც მარიუპოლში “ომის დანაშაულებში” ედება ბრალი

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განცხადება გაავრცელა და დაასახელა რუსი გენერალი, რომელიც უკრაინაში ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, – ამის შესახებ ინფორმაცია CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ სწორედ ეს გენერალია მარიუპოლში ჩადენილი “ომის დანაშაულების” მთავარი ფიგურანტი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში ნათქვამია, რომ დვორნიკოვი უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურად 8 აპრილს დაინიშნა.

“მის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალები და რუსეთის ეროვნული გვარდიის სამხედროები ჩართულნი არიან ომის დანაშაულებში მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, საპორტო ქალაქში, რომელიც განადგურებულია რუსეთის დაბომბვის შედეგად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები