რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა – ამის შესახებ „კვირას“ განათლების სამინისტროს პრესსამსამხურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ დოკუმენტის სამუშაო ვერსია განიხილეს. პრესსამსახურის განმარტებით, დოკუმენტი მოიცავს საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების უმთავრეს მიმართულებებსა და პრიორიტეტებს.
მასში ასახულია განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული გამოწვევები და გასატარებელი საკვანძო ცვლილებები მიმდინარე გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, რომლებიც ახალ გამოწვევებს ქმნის ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების თვალსაზრისით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები მიზნად ისახავს განათლებისა და მეცნიერების ხარისხის, რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობის ხელშეწყობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები