გიორგი ხოჯევანიშვილი: პირადად ვგეგმავ წასვლას, ერთსულოვნება ქართულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის კარგი იქნება

პარტია “საქართველოსთვის” წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში გამგზავრებას პირადად გეგმავს.

მისი თქმით, ერთსულოვნება ქართულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის კარგი იქნება.

“ვგეგმავ პირადად მე წასვლას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თუ საქართველო შეძლებს ერთსულოვნებას და გარკვეულწილად სოლიდარობის ამ აქტში მივიღებთ ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობას, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი ქართულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის,” – აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები