გიორგი კანდელაკი: ნანუაშვილი ითხოვს “გრუს” აგენტებს გადასახადის გადამხდელთა ფულით კომპენსაცია გადაეხადოთ
საკანონმდებლო ორგანოში სახალხო ანგარიშის მოსმენა სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კანდელაკმა შეაფასა. მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნა:
“უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ჩვენი მხრიდან სრკრილნიკოვის სახელის ხშირად ხსენება არის სიძულვილის ენა. არა უშავრს რომ ეს ბატონი ჯერ ერთი რუსეთის მოქალაქეა, მეორეც რუსეთის სამედრო დაზვერვის ოფიცერი (სწორედ ეს „კანტორა“ ხოცავს ეხლა ხალხს აღმოსავლეთ უკრაინაში), არა უშავრს რომ მის მიმართ სასამართლოს განაჩენია დამდგარი და რომ ვენეციის კომისიამ ე.წ. „პოლიტპატიმრების“ გამოშვება პრობლემატურად მიიჩნია. მეტიც, ნანუაშვილი ითხოვს “გრუს” აგენტებს გადასახადის გადამხდელთა ფულით კომპენსაცია გადაეხადოთ. ასეთი სახალხო დამცველი ყავს საქართველოს!”, – წერს კანდელაკი ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სახალხო დამცველის მოსმენა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის გამოც კანონმდებლებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ომბუდსმენის 2013 წლის ანგარშზე კენჭისყრა 1 აგვისტოს ჩაატარონ.