მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ ვიხილეთ ცალკეული პარტიული ტელევიზიების მხრიდან აგრესიული მცდელობა, საზოგადოება მოეტყუებინათ და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციად გაესაღებინათ ანგარიშში ნათქვამი იმის შესახებ, რომ “ნაცმოძრაობა” სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს
“ჩვენ ვიხილეთ ცალკეული პარტიული ტელევიზიების მხრიდან აგრესიული მცდელობა, საზოგადოება მოეტყუებინათ და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციად გაესაღებინათ ანგარიშში ნათქვამი იმის შესახებ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშზე საუბრისას აღნიშნა, სადაც საქართველოზეცაა საუბარი.
მისივე თქმით, საზოგადოება პრიმიტიული ფოკუსებით არ მოტყუვდა.
“ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე ჩვენ ვიხილეთ ცალკეული პარტიული ტელევიზიების მხრიდან აგრესიული მცდელობა, რომ საზოგადოება მოეტყუებინათ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციად გაესაღებინათ მაგალითად ანგარიშში ნათქვამი იმის შესახებ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა,, სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. საზოგადოება, როგორც ყოველთვის, არ წამოეგო რადიკალური ოპოზიციის და პარტიულ მედიასაშუალებათა ამ უსუსურ ინსინუაციებს და არ მოტყუვდა ამ პრიმიტიული ფოკუსებით. ამას მოწმობს, მათ შორის, სოციალური ქსელის მომხმარებელთა რეაქციებიც. ანგარიშში არაფერია ისეთი ნათქვამი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოება არ არის სრულად ინფორმირებული და რაც არ არის ფართოდ დისკუსირებულიც საზოგადოების მიერ, ერთმნიშვნელოვნად შეფასებულიც და პოლიტიკური და სამართლებრივი დასკვნებიც გამოტანილი. ეს ეხება, როგორც პოზიტიური ტენდენციების ამსახველ ნაწილებს, ისე კრიტიკულსაც”, – განაცხადა სარჯველაძემ.