მიხეილ სარჯველაძე: ანგარიშში იმ დანაშაულებზეცაა საუბარი, რომლებშიც არის მხილებული სააკაშვილი, რომელთაგან ნაწილზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, ხოლო ნაწილზე სამართალწარმოება არის მიმდინარე

 

“ანგარიშში იმ დანაშაულებზეც არის საუბარი, რომლებშიც არის მხილებული სააკაშვილი, რომელთაგან ნაწილზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, ხოლო ნაწილზე სამართალწარმოება არის მიმდინარე”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშზე საუბრისას აღნიშნა, სადაც საქართველოზეცაა საუბარი.

მისივე თქმით, ანგარიშში უმნიშვნელოვანესი ტენდენციებია ასახული.

“ანგარიშში იმ დანაშაულებზეც არის სხვათა შორის საუბარი, რომლებშიც არის მხილებული სააკაშვილი, რომელთაგან ნაწილზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, ხოლო ნაწილზე სამართალწარმოება გახლავთ მიმდინარე. ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე ჩვენ ვიხილეთ ცალკეული პარტიული ტელევიზიების მხრიდან აგრესიული მცდელობა, რომ საზოგადოება მოეტყუებინათ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციად გაესაღებინათ მაგალითად ანგარიშში ნათქვამი იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. საზოგადოება, როგორც ყოველთვის, არ წამოეგო რადიკალური ოპოზიციის და პარტიულ მედიასაშუალებათა ამ უსუსურ ინსინუაციებს და არ მოტყუვდა ამ პრიმიტიული ფოკუსებით. ამას მოწმობს, მათ შორის, სოციალური ქსელის მომხმარებელთა რეაქციებიც. ანგარიშში არაფერია ისეთი ნათქვამი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოება არ არის სრულად ინფორმირებული და რაც არ არის ფართოდ დისკუსირებულიც საზოგადოების მიერ, ერთმნიშვნელოვნად შეფასებულიც და პოლიტიკური და სამართლებრივი დასკვნებიც გამოტანილი. ეს ეხება, როგორც პოზიტიური ტენდენციების ამსახველ ნაწილებს, ისე კრიტიკულსაც.

მაგალითად, კიდევ ერთხელ არის გამოთქმული მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის რეფორმის დაჩქარებული წესით მიღების მიზანშეუწონლობაზე, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას აქვს სწორი და ცალსახა დამოკიდებულება. საკუთრივ ანგარიში საკმაოდ მოცულობითია. მასში უმნიშვნელოვანესი ტენდენციებია გაშუქებული (მათ შორის აღნიშვნას იმსახურებს და მადლიერებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ხაზგასმულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევები). შეჯამების სახით შესაძლებელია ითქვას, რომ მთლიანობაში ანგარიში ასახავს გასულ წელს ქვეყნის პროგრესს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით”,- განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები