უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ მარიუპოლში რუსი ოკუპანტები კრემატორიუმებში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედრებს წვავენ.
“რუსეთში ამბობენ, რომ მათი მიზანია “დონბასში ხალხის დაცვა”. მაგრამ სწორედ ამ წუთებში რუსული მობილური კრემატორიები მარიუპოლში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედრებს წვავენ”, – დაწერა მან.
მისი თქმით, ქალაქში ბომბებისგან გადარჩენილები შიმშილით იხოცებიან.
„რისგან იცავთ მათ? ცხოვრებისგან?”, – დაწერა მან.