“ისეთივე ფეიკია, როგორც სირიაში” – პუტინი ბუჩაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა  უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაციას “ისეთივე “ფეიკი” უწოდა, “როგორც სირიაში იყო”.

ამის შესახებ მან ბელარუსელ კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ლუკაშენკომ მას ბუჩაში მომხდარ “პროვოკაციებზე” დოკუმენტები გადასცა.

ცნობისთვის, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ 2018 წელს დაადასტურა, რომ 2017 წლის მარტში სირიაში ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული. აღინიშნა, რომ “ზარინი” საავადმყოფოს დაბომბვისას და მის მიმდებარე რაიონებში იყო გამოყენებული.

ორგანიზაციის დასკვნა ეფუძნება მოწმეების ჩვენებებს, ეპიდემიოლოგიურ ანალიზს და ნიმუშის ანალიზს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები