CNN: დონბასისკენ რუსი ოკუპანტების დიდი კოლონა მიემართება

დონბასისკენ როსტოვის ოლქიდან რუსული სამხედრო ტექნიკის დიდი კოლონა მიემართება.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ამჟამად, კოლონა როსტოვის ოლქში, მატვეევ კურგანთან ახლოს იმყოფება და „მანქანები ჩრდილო-დასავლეთისკენ, დონბასისკენ არიან მიმართული“.

CNN-ს ასევე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს სიტყვები მოჰყავს, რომელმაც განაცხადა, რომ დონბასზე რუსეთის შეტევა “უკვე დაწყებულია”.

მისი თქმით, რუსეთი რეგიონში ძალების მობილიზებას აგრძელებს.

ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინელი და დასავლელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დონბასისკენ რუსული ჯარების გადაჯგუფება შეინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები