იყო თუ არა Gulf Georgia –ს კუთვნილ ნავთობაზაზე დარღვევები – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შეფასება

 30 ივლისს Gulf Georgia –ს   კუთვნილ ნავთობაზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით,  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ პირველადი ანალიზით, შპს „სან პეტროლეუმ ჯორჯიას“ კუთვნილ ნავთობბაზაში 30 ივლისს მომხდარი საწვავის აალების შემთხვევები არ უკავშირდება ნავთობბაზაში არსებულ ტექნიკურ დარღვევებს.
სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ ინსპექტირების ჯგუფი ამჟამადაც მუშაობს ინციდენტის ადგილას. სააგენტოს სპეციალისტებმა ნავთობბაზის ტექნიკური შემოწმების შედეგად ობიექტზე ვერ აღმოაჩინეს ტექნიკური ხასიათის შეუსაბამობები, რომელთაც ინციდენტი შეეძლოთ გამოეწვიათ.
სააგენტოს ექსპერტების წინასწარი შეფასების თანახმად, აალება შესაძლოა გამოწვეული იყოს სტატიკური ელექტრული მუხტის ზემოქმედებით, ავტოცისტერნის გამართვისას. სტატიკური ზემოქმედების გამო აალება მიანიშნებს იმას, რომ მანქანა ჩასხმისას დამიწებული არ იყო წესების შესაბამისად.
შპს „სან პეტროლეუმ ჯორჯია“ საერთაშორისო კომპანია „Gulf Oil International“-ის  ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში”, -ნათქვამია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს პირველად დასკვნაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები