უკრაინის ვიცეპრემიერი: დღეს უკრაინის ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის 9 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა შეთანხმებული
დღეს უკრაინის ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის 9 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა შეთანხმებული, – ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, 5 დერეფანი ლუგანსკის ოლქში გაიხსნება, სადაც საომარი მოქმედებები ყველაზე აქტიურია.
”გუშინ უკრაინის ქალაქებიდან ჰუმანიტარული დერეფნებით სულ 4354 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქ მარიუპოლის დატოვება 550-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ შეძლო”, – აცხადებს უკრაინის ვიცეპრემიერი.