WTO: უკრაინის ომმა შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკის ცალკეულ ბლოკებად დაშლა გამოიწვიოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკა ცალკეულ ბლოკებად დაშალოს.

ამის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ანალიტიკურ ანგარიშშია ნათქვამი.

”ეკონომიკურმა სანქციებმა შესაძლოა, უმსხვილესი ქვეყნების გეოპოლიტიკური მიზეზებით ”განშორებაზე” გამოიწვიოს, რომ ამ გზით მთავრობებმა წარმოებისა და ვაჭრობაში უფრო მეტ თვითმყოფადობას მიაღწიონ. მაშინაც კი, თუ ფორმალური ბლოკები არ იარსებებს, კერძო აქტორებმა შესაძლოა, რისკი მინიმუმამდე მიწოდების ჯაჭვების გადახედვით დაიყვანონ“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, შემოსავლების “შემცირება იქნება მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, განვითარებადი ბაზრებისა და განვითარებადი ქვეყნებისთვის”.

გლობალურ დონეზე კი ამან შეიძლება, გრძელვადიან პერსპექტივაში, მშპ, დაახლოებით 5%-ით შეამციროს, ნაწილობრივ კონკურენციის შეზღუდვითა და ინოვაციების ჩახშობით.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები