კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. საკითხი ეხება – ტურისტული მომსახურების ბაზარზე მოქმედი კომპანიის სარჩელს – კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის მითვისებას.

კონკურენციის ხელშეწყობის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც საკითხის შესწავლა დაევალა.

სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის ვადაში. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა საქმის შესწავლა 18 თვემდე გაგრძელდეს.

ამ დროისათვის მიმდინარე რეჟიმშია 2 საქმის მოკვლევის პროცესი: 1. სათარჯიმნო სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების გამოვლენის მიმართულებით და 2. სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში – არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენის ფაქტზე.

2021 წელს, სააგენტომ 5 საქმის მოკვლევა დაასრულა – მათ შორის, სამი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე, ორ მათგანში დარღვევა დადასტურდა. ერთი შეთანხმებული ქმედების ფაქტი იქნა გამოვლენილი 4 კომპანიის მიმართ და ერთ შემთხვევაში სახელმწიფო უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი არ დადგინდა. დამრღვევი კომპანიები იქნენ სანქცირებული და ბაზრის მოწესრიგების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად 3 საქმის შესწავლის პროცესი მიმდინარე რეჟიმშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები