ბრიტანეთის დაზვერვა: აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში გამწვავდება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში გამწვავდება, რადგან რუსეთი აგრძელებს იქ თავისი ძალების ფოკუსირებას.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ძალები აგრძელებენ ბელარუსიდან უკრაინაში შესვლას, რათა განლაგდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციების მხარდასაჭერად.

”რუსული თავდასხმები კვლავ კონცენტრირებულია უკრაინის პოზიციებზე დონეცკისა და ლუგანსკის მახლობლად, ბრძოლები გრძელდება ხერსონისა და მიკოლაევოს რეგიონში, ასევე, განახლებულია შეტევა კრამატორსკიზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები