შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ევროკავშირის წევრობისკენ

კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ევროკავშირის წევრობისკენ, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის თვითშეფასების კითხვარის გადმოცემას.

მისი თქმით, კითხვარის 369 კითხვაზე პასუხი ევროკომისიას 9 მაისამდე უნდა გაეგზავნოს.

„კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ევროკავშირის წევრობისკენ.

საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შემტანის თვითშეფასების კითხვარი.

კითხვარის 369 კითხვაზე პასუხი ევროკომისიას 9 მაისამდე უნდა გაეგზავნოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას ის ათი ნაბიჯი გააცნო, რაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის არის საჭირო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები