მარიზ პეინი: თუ რუსეთის მხრიდან მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდა, ეს იქნება საერთაშორისო სამართლის სრულმასშტაბიანი დარღვევა

თუ რუსეთის მხრიდან მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდა, ეს იქნება საერთაშორისო სამართლის სრულმასშტაბიანი დარღვევა, – ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარიზ პეინი ”ტვიტერზე” წერს.

”ძალიან შემაშფოთებელია ცნობები უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. თუ მათი გამოყენება დადასტურდება, ეს იქნება საერთაშორისო სამართლის სრულმასშტაბიანი დარღვევა. ავსტრალია იმუშავებს კოლეგებთან ერთად, რათა დადგინდეს ამ ინფორმაციის სისწორე და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“, – წერს პეინი

ცნობისთვის, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში მომწამვლელი, ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები