ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა მარიუპოლში შესაძლოა, ფოსფორიანი საბრძოლო მასალები გამოიყენოს
რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ფოსფორიანი საბრძოლო მასალები გამოიყენა და შესაძლოა, ეს ისევ გააკეთოს, ამჯერად – მარიუპოლის წინააღმდეგ.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.
ბრიტანეთის დაზვერვაში განაცხადეს, რომ ბრძოლა მარიუპოლისთვის მწვავდება, რაც ზრდის რუსეთის მიერ ფოსფორიანი საბრძოლო მასალის გამოყენების შესაძლებლობას.
გარდა ამისა, ბრიტანეთის დაზვერვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთი უმართავი ბომბების გამოყენებას აგრძელებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მშვიდობიანი მოსახლეობის შემდგომი მსხვერპლის რისკს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge