მეუფე იაკობი: ჩვენ ყოველთვის მხარში ვედექით და დავუდგებით უკრაინას

“ჩვენ ყოველთვის მხარში ვედექით და დავუდგებით უკრაინას”,- ამის შესახებ  ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

“უკრაინა თავს იცავს, ჩვენ ან რომელიმე ქვეყანას რომ შეუვარდნენ, თავს დავიცავთ და უფლება კი არა, ჩვენი მოვალეობაც არის და ღირსების საკითხია. ომის მთავარი ფინანსური წყაროა გაზი და ნავთობი, ქვანახშირი. ამით ძალიან დიდი ფული შედის და ის ფული აწარმოებს კიდევ ომს.

რეალურად ვთქვათ, საქართველოს რაღაცას სთხოვენ, გავიხსენოთ, რომ ჩვენ ყოველთვის მხარში ვედექით და მხარში დავუდგებით უკრაინას, მაგრამ ომში მყოფმა ქვეყანამ არასწორი რაღაცებით არ უნდა მოგვმართოს. ადამიანები ვართ და ხშირად შეიძლება შეგვეშალოს, ხშირად შეიძლება სულმოკლეები ვიყოთ, ვიღაცაზე რაღაცის გადაბრალება გვინდოდეს, მაგრამ როცა ბოდიშია მოსახდელი, როცა შენდობაა სათხოვნელი, ქრისტიანები ვართ და ერთმანეთს შენდობაც უნდა ვთხოვოთ”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები