“ჯონსონისა და ზელენსკის საუბარი ძალიან ინტენსიური და კონსტრუქციული იყო” – იერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი იერმაკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ძალიან ინტენსიური და კონსტრუქციული იყო. აღნიშნულის შესახებ ის ინფორმაციას Telegram არხზე ავრცელებს.

„ლიდერობა – ეს პასუხისმგებლობაა, რომელსაც საკუთარ თავზე ნებაყოფლობით იღებენ, სანამ სხვები გაურბიან მას. ნამდვილი ლიდერი არასდროს არის ბევრი. ძალიან კარგია, რომ უკრაინას ლიდერებს შორის ნამდვილი მეგობარი ჰყავს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის სახით“, – განაცხადა იერმაკმა.

მისი თქმით, ჯონსონი, რუსული აგრესიის დაწყებიდან პირველივე დღეებში, პირდაპირ კავშირზე იყო ზელენსკისთან.

„დღეს კი ის კიევს ეწვია. საუბარი მათ შორის ძალიან ინტენსიური და კონსტრუქციული იყო“, – აღნიშნა იერმაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები