უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დღიდან 169 ბავშვი დაიღუპა, 306-ზე მეტი კი დაშავდა.
მათივე ცნობით, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკისა და კიევის ოლქში ემსხვერპლა.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
”დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 928 სასწავლო დაწესებულება. მათგან 84 მთლიანად განადგურდა”, – აცხადებენ პროკურატურაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge