“კიევის ოლქში 400-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ არის ცნობილი” – უკრაინის შსს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ამბობს, რომ ამ დროისთვის ცნობილია, რომ კიევის ოლქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

მისი თქმით, ასევე, ცნობილია იმ სამხედრო მეთაურების ვინაობა, რომელთა ბატალიონები ბუჩაში, გოსტომელსა და ირპინში იმყოფებოდნენ.

„ჩვენს დაზვერვის თანამშრომლებს აქვთ ეს მონაცემები და ისინი ცნობილია პროკურორებისთვისაც, რომლებიც ამ საქმეს უხელმძღვანელებენ და გააკეთებენ ყველაფერს, რომ არცერთ ნაძირალას არ აცდეს მართლმსაჯულება. გასაგებია, რომ ისინი სულ რუსეთში იქნებიან და არ დატოვებენ მის ფარგლებს, მაგრამ, როგორც კი ქვეყნის საზღვრებს გადაკვეთენ, ინტერპოლის მექანიზმები ამუშავდება და დაიწყება მათი ძებნა”, – განმარტა გერაშჩენკომ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები