კულება: ნატო უკრაინაში იარაღს არ გაგზავნის, იქნება მიწოდება ცალკეული მოკავშირეებისგან

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ჯერ არ გეგმავს.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.

“ფრთხილი ოპტიმიზმით ვეკიდები ცალკეული მოკავშირეების მხრიდან მიწოდებებს, მაგრამ არ მაქვს ოპტიმიზმი, რომ ნატო მიაწვდის უკრაინას იარაღს. ეს მიდგომა შეიძლება, შეიცვალოს, მაგრამ ამჟამად ამას ვერ ვხედავ”, – თქვა დიპლომატმა.

მან განმარტა, რომ ნატო, როგორც ინსტიტუტი, წაახალისებს მოკავშირეებს, რომლებსაც სურთ, დაეხმარონ უკრაინას.

“ახლა ეს ასე მუშაობს და ნატო არის მსგავსი საკითხების განხილვის პლატფორმა”, – დასძინა მინისტრმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები