წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 894 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 894 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 48 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 316 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, 144 სამართალდარღვევა დაფიქსირდა იმერეთში, 122 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში – 90, სამცხე-ჯავახეთში – 83, შიდა ქართლში – 50, მცხეთა-მთიანეთში – 30, აჭარაში – 29, გურიაში – 12, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კი, 10 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის პირველ სამ თვეში, თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2.100 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 129 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 19 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები