უკრაინის გენშტაბი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა შეტევისთვის დნესტრისპირეთი გამოიყენოს

უკრაინის გენერალურ შტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ქვეყნის სამხრეთზე თავდასხმისთვის დნესტრისპირეთის ტერიტორია გამოიყენოს.

კერძოდ, ტირასპოლის აეროდრომზე თვითმფრინავების მიღების მომზადება მიმდინარეობს.

ამის შესახებ შტაბის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ ოკუპანტს ძირითადი ძალისხმევა მიმართული აქვს შეტევითი ოპერაციის მომზადებაზე, რომლის მიზანია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარება.

ასევე, შენარჩუნებულია საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო რაკეტების გამოყენების საფრთხე. ოკუპანტები უტევენ თავდაცვით ობიექტებს, ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას და ქალაქების საცხოვრებელ უბნებს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები