ლაშა ხუციშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰაიდი გრაუს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა და მისი განვითარების საკითხები.
საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას მსოფლიოს, რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე.

ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და სხვადასხვა სფეროში მიმდინარე თანამშრომლობისთვის. შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანონ ქართულ-შვეიცარიული თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები