თამარ გაბუნია: 5-დან 12 წლამდე ბავშვების ასაცრელად ვაქცინის შემოტანა შედარებით მოგვიანებით იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 5-დან 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში განსხვავებული ვაქცინაა რეკომენდებული, რომელიც მოგვიანებით შემოვა.

მისივე ცნობით, ამ ტიპის ვაქცინაზე მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებში.

„დღევანდელი პირობით, ვაქცინაციის ასაკი არის 12 წლის ზემოთ. ხუთიდან თორმეტ წლამდე ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებულია განსხვავებული ვაქცინა. ამ ვაქცინის მოწოდება შედარებით მოგვიანებით იგეგმება იმიტომ, რომ ამ ტიპის ვაქცინაზე მოთხოვნა არის. განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის და გარკვეული რაოდენობა ამ ვაქცინის მოწოდებაც მოხდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები