„ერთად უნდა შევაჩეროთ ეს არაადეკვატური ადამიანები, რომლებიც მიჩვეულნი არიან დაუსჯელობას და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მათთვის აბსოლუტურად ყველაფერი ნებადართულია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუმინეთის პარლამენტის წევრებისადმი მიმართვისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე წყდება მთელი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ბედი.
„ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ ეს არაადეკვატური ხალხი, რომელიც მიეჩვია დაუსჯელობას და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მათთვის აბსოლუტურად ყველაფერი ნებადართულია. ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ ისინი, ვისაც ევროპაში გენოციდი სურს. თითოეული თქვენგანი აცნობიერებს, რომ უკრაინა არ არის რუსული აგრესიის ბოლო სამიზნე. ურწმუნოთა ჯარები ჯიუტად ცდილობენ, გასცდნენ ჩვენს ქალაქ ნიკოლაევს, რომ სცადონ ოდესის დაპყრობა. ოდესიდან კი მოლდოვამდე ერთი ნაბიჯია. რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები უკვე დიდი ხანია, ლაპარაკობენ იმაზე, რომ მოლდოვა რუსული ექსპანსიის სამიზნეა. ამიტომ უკრაინელების მიერ საკუთარი სახელმწიფოს დაცვა არის მოლდოვის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ფუნდამენტური წინაპირობა. ეს კი ნიშნავს, რომ ეს არის დუნაის მთელ მსხვილ რეგიონში მშვიდობის წინაპირობა. ახლა უკრაინის ტერიტორიაზე მთელი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, შავი ზღვის რეგიონის ბედი წყდება. ამიტომ უკრაინის თავისუფლების, უკრაინელების თავისუფლების დაცვა ნიშნავს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.