პრემიერ-მინისტრი: მიხეილ სააკაშვილს პასუხს ობიექტური გამოძიება გასცემს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პასუხს ობიექტური გამოძიება გასცემს. ამის ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნების დასრულების შემდეგ განუცხადა.
მას ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთება არ სურს.
“მას შემდეგ რაც ჩვენს ჯარისკაცებს ვუყურე და მართლაც საამაყო ადამიანების და ბიჭების გვერდით ვიდექი, არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე კომენტარი გავაკეთო. მას გასცემს ობიექტური გამოძიება პასუხს. რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭვირვალე. დამატებითი კომენტარების გაკეთება არ მსურს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები