„ჰიტლერთან გამართავდით მოლაპარაკებას?“ – პოლონეთის პრემიერმა მაკრონი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის გააკრიტიკა
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გააკრიტიკა, რომელიც პუტინთან „დალაპარაკებას“ ჯერ კიდევ ცდილობს.
ამის შესახებ მორავეცკიმ ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვის დროს თქვა, იტყობინება პოლონური მედია.
“პრეზიდენტო მაკრონ, რამდენჯერ გქონდათ მოლაპარაკება პუტინთან, რას მიაღწიეთ? შეაჩერეთ თუ არა რომელიმე ქმედება, რომელიც განხორციელდა?”, – იკითხა მორავიეცკიმ.
პოლონეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიმინალებთან მოლაპარაკებას არ აწარმოებენ – მათ ებრძვიან.
“არავინ მართავდა მოლაპარაკებას ჰიტლერთან. თქვენ გამართავდვით მოლაპარაკებას ჰიტლერთან, სტალინთან, პოლ პოტთან?”, – დასძინა მორავიეცკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge