ზურაბ აზარაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ დავით ზალკალიანი, ასეთი კვალიფიციური დიპლომატი იყოს საქართველოს წარმომადგენელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად დავით ზალკალიანის დანიშვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დავით ზალკალიანი, როგორც კვალიფიციური დიპლომატი, იყოს საქართველოს წარმომადგენელი სტრატეგიულ პარტნიორთან.

„მოგეხსენებათ, ზალკალიანი ფასდება, როგორც მაღალი რანგის დიპლომატი, საკმაოდ კვალიფიციური და ძალიან გამოცდილი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, სწორედ ასეთ პოზიციაზე, აშშ-ის შტატებში საქართველოს ელჩად გადაყვანა. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი კვალიფიციური დიპლომატი იყოს საქართველოს წარმომადგენელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები