გიორგი ამილახვარი: ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობას
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა. შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის თხოვნის საფუძველზე, შესაძლოა, მსოფლიო ბანკი განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შემუშავების პროცესში ჩაერთოს.
„დეტალურად განვიხილეთ მსოფლიო ბანკის ყველა ის პროექტი, რომელიც განათლებასა და მეცნიერებას, ასევე, ადამიანური კაპიტალის მხარდაჭერას უკავშირდება. სტუმარს გავაცანით ჩვენი მიმდინარე პროექტები და აღნიშნულ საკითხებში ჩართულობა ვთხოვეთ, განსაკუთრებით, განათლების და მეცნიერების კოდექსის შემუშავების პროცესში.
ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობას ყველა ამ პროექტის განსახორციელებლად”,- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა.