უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერ დუმილს ყოველ დილით მიაგებენ

უკრაინაში ყოველ დღე, 09:00 საათზე რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ. შესაბამის განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.

„უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად საბრძოლო დავალების შესრულებისას დაღუპული ჯარისკაცების, რუსეთის შეიარაღებული მოქმედებების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნის, სამოქალაქო სიმამაცისა და თავგანწირვის, სიმტკიცის, გამძლეობისა და გმირული ღვაწლის პატივისცემის მიზნით, ვბრძანებ: დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, ყოველ დღე, დილის 09:00 საათზე, ეროვნული წუთიერი დუმილი გამოცხადდეს, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს ყველა მედია საშუალებაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

განკარგულების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს უცხოური დიპლომატიური ინსტიტუტებისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, რათა დაღუპული უკრაინელების ხსოვნას პატივი მასპინძელმა ქვეყნებმაც მიაგონ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები