პაპუაშვილი – დარჩიაშვილზე: მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო გაძლიერდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის ცვლილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ილია დარჩიაშვილის დანიშვნას მხარს უჭერს.

„დარჩიაშვილი აქამდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობდა და ჩვენ, პარლამენტს მასთან ამ კუთხითაც შეხება გვქონდა. ის გახლავთ დიდი გამოცდილების მქონე დიპლომატი, რომელსაც ასევე სახელმწიფო მართვის საკითხებში, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, დიდი გამოცდილება აქვს. მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა, საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები